ფოტოდან გაცნობილი მამა, ბავშვების თვალწინ დაღუპული ძაღლი, მშობიარობა ახალი წლის ღამეს ჩაბნელებულ თბილისში და თანამედროვე მუსიკა. კიდევ რა გაახსენდა პიანისტ თამრიკო კორძაიას, როცა მას ძველი საარქივო ფოტოები ვაჩვენეთ? ნახეთ ვიდეო.
Select a language and narrator voice before playback.
ფოტოდან გაცნობილი მამა, ბავშვების თვალწინ დაღუპული ძაღლი, მშობიარობა ახალი წლის ღამეს ჩაბნელებულ თბილისში და თანამედროვე მუსიკა. კიდევ რა გაახსენდა პიანისტ თამრიკო კორძაიას, როცა მას ძველი საარქივო ფოტოები ვაჩვენეთ? ნახეთ ვიდეო.
ისინი აგვისტოს ომის წელს დაიბადნენ, 2008-ში. ზოგი ზუსტად ომის დღეებში, ზოგი მანამდე, ზოგიც ომის დასრულებიდან მალევე. მას მერე მათი ცხოვრება ამ თარიღს სამუდამოდ გადაეჯაჭვა და კითხვაც - ომის წელს ხარ დაბადებული? - მათი ცხოვრებიდან არასოდეს გამქრალა
მოპარული ვარდები, მწვრთნელი მამა, ოლიმპიადა ომის დროს და ხელოსანი, რომელმაც კინაღამ საქმე გააფუჭა. კიდევ რა გაახსენდა ოლიმპიურ ჩემპიონ ნინო სალუქვაძეს, როცა მას ძველი საარქივო ფოტოები ვაჩვენეთ.
პირველი შიში - ხედი საბავშვო ბაღის ფანჯრიდან და დედა, რომელიც არა და არ ჩანს, ოცნება ჯინსებზე, ფეხბურთზე და დამოუკიდებელ სახელმწიფოზე, საზარელი და ბედნიერი 90-იანები და უპირობო სიყვარულის მასწავლებელი - ტაფი. კიდევ ვინ და რა გაახსენდა მწერალ დათო ტურაშვილს, როცა მას ძველი ფოტოები ვაჩვენეთ?
"შეიძლება ამაღამ პატარა ბიძგები მისცეს და ორი სადარბაზო დაწვეს დაბლა და იყოს დიდი მსხვერპლი. მერე რას გვეტყვით?!" - ვარკეთილი 3-ის 338-ე კორპუსის მობინადრეები შიშობენ, რომ გადახრილი სადარბაზოები მიწისძვრას ვერ გაუძლებენ.
თბილისში, სასტუმრო “პარაგრაფში” “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. რადიო თავისუფლება დაესწრო შეკრებას და ჩაწერა მისი მონაწილეები - ყურადღების ცენტრი იყო ცოტნე ივანიშვილი.
80-იანების ქუთაისი, მატარებლის და „ბალგარკის“ ხმაში გაგონილი მუსიკა და ხელოვნებით ნათლობა. ვინ და რა გაახსენდა პოეტს, მხატვარსა და მუსიკოს როლანდ შალამბერიძეს, როცა მას ძველი ფოტოები ვაჩვენეთ?
გაქცევა ტეხასის ყაზარმიდან, დედა, რომელმაც ცხოვრებაში სულ ათჯერ შეაქო და პროფესია, რამაც სხვისი ემოციების “ნაგვის კონტეინერად” აქცია. კიდევ რა და ვინ გაახსენდა ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს, როცა მას ძველი ფოტოები ვაჩვენეთ?
„გასეირნება“ ცხინვალში, პირველი ნაბიჯები სპორტულ მედიცინაში, ჩაძინება პაემანზე. კიდევ ვინ და რა გაახსენდა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, როცა მას ძველი ფოტოები ვაჩვენეთ?
დედა, რომელიც გვიან, მაგრამ მაინც გაიცნო, პირველი მასწავლებელი და მის დღიურებში ჩატეული 50 წელი ანდერძად, უცხო ქალაქი, სადაც ბრძოლის სწავლა მოუწია კიდევ ვინ და რა გაახსენდა ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილს, როცა მას ძველი ფოტოები ვაჩვენეთ?
მუსიკა კრიმინალის და ფეხბურთის ნაცვლად, ველოსიპედი - დეპრესიის წინააღმდეგ, 30 წლის უნახავი საუკეთესო მეგობრები და მამონოვთან ერთად გაწმენდილი კანალიზაცია, კიდევ რა და ვინ გაახსენდა მუსიკოს რობი კუხიანიძეს, როცა მას ძველი ფოტოები ვაჩვენეთ?
იტალიელი ბებია, რომელსაც საათი ფეხზე ეკეთა, ლეგენდარული ბაბუა - მიხეილ კალატოზიშვილი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გაიცნო, სიზმარში ნანახი მამის სიკვდილი და საწვიმარ მილში ნაპოვნი ნელსონი. კიდევ ვინ და რა გაახსენდა მხატვარ ანკა კალატოზიშვილს, როცა მას ძველი ფოტოები ვაჩვენეთ?
Led Zeppelin-ის ნათხოვარი კასეტით დაწყებული მუსიკის სიყვარული, სპონსორებისა და თოვლის ბაბუის უნდობლობა, დედის ერთი ზარი, როგორც სწრაფი მოქმედების ანტიდეპრესანტი და უარი დაბერებას. ვინ და რა გაახსენდა მუსიკოს ლადო ბურდულს, როცა მას ძველი ფოტოები ვაჩვენეთ?
ირანში გატარებული ბავშვობა, საბჭოთა პერიოდში ნანახი პარიზი, მომავალი ქმრის ქორწილში აღმოჩენილი მეუღლე და გოგოობაზე მეტად მოხდენილი ქალობა. ვინ და რა გაახსენდა მსახიობ ნინო კასრაძეს, როცა მას ძველი ფოტოები ვაჩვენეთ?
🎨 ტყუპისცალების ბავშვობა - ძმების მსგავსებით მოტყუებული უფროსები, რევოლუციონერი ბაბუა და სალვადორ დალის მეგობარი ბიძა, ექსტრავერტ ქალთან ინტროვერტის ნაპოვნი ბედნიერება და თეატრი, რომელიც ყოველთვის ქრება. ვინ და რა გაახსენდა მხატვარ გოგი ალექსი-მესხიშვილს, როცა მას ძველი ფოტოები ვაჩვენეთ?
მაღაზიის აბრებიდან ნასწავლი კითხვა, პირველი „შეყვარებულები“ - მუსიკოსები პორტრეტებიდან, ივანე ჯავახიშვილის საკუთარი თვალით ნანახი სიკვდილი და მეუღლე საბჭოთა კავშირისთვის „საშიში“ წარმომავლობით. ვინ და რა გაახსენდა ენათმეცნიერ მზექალა შანიძეს, როცა მას ძველი ფოტოები ვაჩვენეთ?
წითელი ფერი - პირველი ჩაბეჭდილი მოგონება, გზა ქიმიკოსობიდან ფოტოგრაფობამდე, საბჭოთა კავშირის ნგრევა საკუთარ თავში და საფლავის ფოტო კლოუნის ცხვირით - ვინ და რა გაახსენდა ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილს, როცა მას ძველი ფოტოები ვაჩვენეთ?
უმცროსი დის გასახარებლად ნასწავლი კერვა, საბეჭდ მანქანასთან მჯდარი მამის კისერზე გატარებული საღამოები, „გასეირნება“ გარდაცვლილ ძმასთან ღამის ტოკიოში და 200 დოლარით დაწყებული მოგზაურობა სპორტის სასახლიდან საბერძნეთამდე. რა გაახსენდა მხატვარ-დიზაინერს გუგა კოტეტიშვილს, როცა ძველი ფოტოები ვაჩვენეთ?
4 თვის ასაკში ჩაბეჭდილი პირველი მოგონება, „ალკოჰოლიზმის რელსებზე“ გატარებული სტუდენტობა და 40 წლის შემდეგ აღმოჩენილი წერილი საკუთარ თავს - ვინ და რა გაახსენდა რეჟისორ ლევან წულაძეს, როცა მას ძველი ფოტოები ვაჩვენეთ?